მისი თქმით, მნიშნველოვანია იმის განხილვა, თუ როგორ უნდა წაახალისონ საქართველო, რომ განაგრძოს რეფორმების პროცესი.
„მივესალმები დღეს აქ ჩვენი კოლეგის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფნას. მე მხარი დავუჭირე მის მოწვევას საგარეო საქმეთა საბჭოზე, რადგან მნიშვნელოვანია იმის განხილვა, თუ როგორ უნდა წავახალისოთ საქართველო, რომ რეფორმების პროცესი განაგრძოს, განსაკუთრებით კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების სფეროში“, - აღნიშნა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
(ipn)
