დაახლოებით, 30 მილიონ ლარამდე თანხით ვაფინანსებთ ყველა დიაბეტიან ბავშვს. წელს ჩვენ ეს სერვისები კიდევ უფრო გავაფართოვეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე, დიაბეტით დაავადებული ბავშვების მკურნალობის პროგრამაზე საუბრისას განაცხადა.
„დაახლოებით, 30 მილიონ ლარამდე თანხით ვაფინანსებთ ყველა დიაბეტიან ბავშვს. წელს ჩვენ ეს სერვისები კიდევ უფრო გავაფართოვეთ. უფრო მეტიც, ყველა საჭიროებისა, რაც მათ სჭირდებათ, ანალიზებისა და მკურნალობისა, ყველაფერს სრულად ვაფინანსებთ. ჩვენ ასევე შემოვიტანეთ მონიტორინგის სერვისები, რომელიც მუდმივად ზომავს გლუკოზის დონეს ბავშვებში. ჩვენ მაქიმუმს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. ამიტომ, მიუღებელია ის დეზინფორმაცია და კრიტიკა, რაც ამ დღეების განმავლობაში ვრცელდება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
(primetime)
