“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ხის მასალის რეალიზაცია, წინასწარი შეცნობით შეიძინა უკანონოდ მოპოვებული ხის მასალა, რომლის ტრანსპორტირებაც განახორციელა სასაქონლო ზედნადებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, ხოლო, მეორე ბრალდებულმა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელმა, ბოროტად გამოიყენა რა სამსახურებრივი უფლებამოსილება, ხსენებული მეწარმისთვის უპირატესობისა და გამორჩენის მიღების მიზნით, არ განახორციელა ტვირთის შემოწმების შესაბამისი პროცედურები და არ აღკვეთა ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, უკანონოდ მოპოვებული ხის მასალის გადაზიდვის ფაქტი”,- ნათქვამია განხადებაში.
საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომელი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ამხილეს

მოსასმენად დააჭირეთ
გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომელი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ამხილეს.
შეაფასეთ
InterPress.ge არხები
სიახლეები სწრაფად მიიღეთ სოციალურ ქსელებში