„სომხეთი, რომელმაც ოდესღაც თქვა „ყარაბაღი სომხეთია და წერტილი“, დღეს უნდა გაიმეოროს ჩვენი სიტყვა „ყარაბაღი აზერბაიჯანია და ძახილის ნიშანი“.
InterPress.ge-ს ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 18 აპრილს სალიანის რაიონში აზერბაიჯანის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„რადგან „ა“ რომ თქვა, „ბ“-ც უნდა თქვას. სომხეთი, რომელმაც გამოავლინა მზადყოფნა ალმა-ატას დეკლარაციის საფუძველზე სამშვიდობო ხელშეკრულებისთვის, ახლა ოფიციალურად უნდა განაცხადოს, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანია“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
.jpg)