რუსეთიდან საქართველოში ავტოტრანსპორტით ექსპორტზე განაცხადების რაოდენობა წლის პირველ კვარტალში 33%-ით გაიზარდა. ამის შესახებ სატვირთო გადაზიდვების ბირჟა ATI.SU-ს მონაცემებში არის ნათქვამი, რასაც რუსული „კომერსანტი“ავრცელებს.
საექსპორტო ტრაფიკი რუსეთიდან განსაკუთრებით თურქეთის მიმართულებით, 213%-ით გაიზარდა. მეორე ადგილზეა უზბეკეთი 68%-ით, შემდეგ კი სომხეთი 59%-ით. ყაზახეთში რუსეთიდან ავტოტრანსპორტით საექსპორტო განაცხადების რაოდენბამ 45%-ით, ხოლო ყირგიზეთში 41%-ით მოიმატა.
რუსეთიდან საექსპორტო ავტოგადაზიდვები მთლიანობაში 8%-ით შემცირდა, თუმცა, ATI.SU-ს შეფასებით, ეს უმნიშვნელო კლებაა, რადგან „ევროპული მიმართულებების დანაკარგი „მეგობარმა ქვეყნებმა“ დააკომპენსირეს.“

ამასთან, ATI.SU-ს გამოთვლებით, წლის პირველ კვარტალში სხვა ქვეყნებიდან რუსეთში ავტოტრანსპორტით იმპორტი კიდევ უფრო სწრაფად, 40%-ით გაიზარდა. ამ შემთხვევაშიც საავტომობილო გადამზიდველები იმპორტის სერიოზულ ზრდას მეზობელი „მეგობარი ქვეყნებიდან“ აფიქსირებენ. ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორის არის ყაზახეთი სამმაგი და ყირგიზეთი ორმაგი ზრდით. ასევე, მნიშვნელოვანი, 79%-იანი ზრდა დაფიქსირდა სომხეთიდან, ბელარუსიდან 65%, თურქეთიდან 63% და უზბეკეთიდან 59%.
ამასთან, ტრანსპორტირების ტარიფები იანვარ-მარტში, გასული წლის 1 კვარტალთან შედარებით, 11%-ით გაიზარდა, რაც მაკომპლექტებლების გაძვირების გამო კიდევ გაგრძელდება. ATI.SU-ს მონაცემებით, სატვირთო მანქანებით გადაზიდვებზე ფასები პირველ კვარტალში, საშუალოდ, 6%-ით გაიზარდა.