"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ქუქჩიშვილის ქუჩის მიმდებარედ პოლიციამ პირადი ჩხრეკის მიზნით 40 წლამდე მამაკაცი შეჩერა.
არსებული ინფორმაციით კაცს დაფასოებული სახით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა. კაცი ბრალდებულის სახით დააკავეს.
მას ბრალად სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვის მუხლით გაასამართლებენ.
