„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური. განსაკუთრებული ცვლილება დინამიკაში ამ ბოლო პერიოდში არ მომხდარა. პროტოკოლი მოითხოვს, რომ მოხდეს მონიტორინგი ლაბორატორიული კვლევის შედეგების. ჩვენ მიერ შესრულდა ეს კვლევა. გაიგზავნა გერმანიის ერთ-ერთ ლაბორატორიაში და მივიღეთ იქიდან შესაბამისი დასკვნა, რომ მეტალების შემცველობა სისხლში არის ნორმის ქვემოთ“, - განაცხადა ჩხაიძემ.
(imedi)
