InterPress.ge-ს ინფორმაციით, მოსახლეობამ ჩაქოლა პოლიციის მანქანა, რომელიც ცდილობდა "ოპელის" მანქანის გაჩერებას.
არსებული ინფორმაციით, პოლიციას „ოპელის“ მარკის ავტომანქანის გაჩერება სურდა, თუმცა მძღოლი სამართალდამცავებს არ დაემორჩილა. შედეგად სოფელში მდებარე პატარა ხიდზე „ოპელის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი გადაბრუნდა.
ინფორმაციის თანახმად, საპატრულო პოლიციის დამცველებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
სოფლის ზოგიერთი მაცხოვრებელი ამტკიცებს, რომ საპატრულო მანქანა შუქნიშნის ჩართვის გარეშე მოძრაობდა.
ადგილზე პოლიცია მობილიზებილია.



