მარნეულში ორგანიზაცია “საერთაშორისო არასამთავრობო უსაფრთხოების სამსახურის” ახალი ოფისი გაიხსნა.
InterPress.ge იუწყება, რომ აღნიშნული ორგანიზაცია უკვე ორი წელია ფუნქციონირებს და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ფილიალები აქვს გახსნილი.
ორგანიზაციის მთავარი მიზანია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაწესებულ წესებისა და მოთხოვნების საფუძველზე ყველა მეწარმის ინფორმირება და მხარდაჭერა, ასევე დამსაქმებელთა და დასაქმებულთა უფლებების დაცვაში დახმარება.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია მარნეულში რუსთაველის 7 ნომერში მდებარეობს. ორგანიზაცია მოემსახურება ყველა მაღაზიას და ობიექტს, რომელიც მდებარეობს როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტში, ასევე სხვა სოფლებში.

.jpg)