ახლა არის იმის დრო, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე - პრეზიდენტია ეს, პარლამენტია თუ მთავრობა - ვინ ემსახურება საქართველოს ინტერესებს და ვინ ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს, - ამის შესახებ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მან პარლამენტში პრეზიდენტის დღევანდელ მოსმენასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.
„პარტნიორობაც კარგია, მეგობრობაც კარგია, მაგრამ ჯერ საკუთარ სახლში და სამშობლოში აქვს დასალაგებელი ინტერესები და მერე სხვა ქვეყანაში“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
პრეზიდენტი დღეს საქართველოს პარლამენტის წინაშე წარდგება.
