ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოსა და ნორვეგიას ნაკრებებს შორის ანგარიში 1:1 დასრულდა.
ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ პირველი გოლი მეთხუთმეტე წუთზე ნორვეგიის ნაკრების ფეხბურთელმა ალეკსანდერ სიორლოტმა გაიტანა.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ანგარიშის გათანაბრება მეორე ნახევარში შეძლეს. გოლის ავტორი გიორგი მიქაუტაძე იყო, მან ანგარიში 59-ე წუთზე გაათანაბრა.
İpn.ge
