სამწუხაროდ, სომხეთის ხელმძღვანელობამ, რომელმაც ოდესღაც ყარაბაღი სომხად აღიარა, დაკარგა მშვიდობის შანსი.
2019 წელს დღევანდელი სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ „ყარაბაღი სომხეთია და წერტილი“ და ეს რეალურად ყველაზე დიდი დარტყმა იყო სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.
InterPress.ge AZERTAC-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეს სიტყვები აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 14 მარტს ბერლინში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა: „44-დღიან სამამულო ომში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანია და ძახილის ნიშანი. ეს ძახილის ნიშანი შუშაში 2020 წლის 8 ნოემბერს დავდეთ“.
