InterPress.ge AZERTAC-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეს სიტყვები აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 14 მარტს ბერლინში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„იმედი მაქვს, რომ სომხეთი ხელიდან არ გაუშვებს ამ შესაძლებლობას და საბოლოოდ მშვიდობისა და თანამშრომლობის პერიოდი სამხრეთ კავკასიაში დაიწყება“, - განაცხადა აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურმა.
