კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

საქართველო „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყანაა - Freedom House-ის რეიტინგი

13
საქართველო „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყანაა - Freedom House-ის რეიტინგი
მოსასმენად დააჭირეთ

Freedom House საქართველოს „ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყნებს შორის ასახელებს. პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლების 100-ქულიან შეფასებაში საქართველოს 58-ქულიანი მაჩვენებელი აქვს. ამის შესახებ უფლებადამცველი ორგანიზაციის…

Freedom House საქართველოს „ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყნებს შორის ასახელებს. პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლების 100-ქულიან შეფასებაში საქართველოს 58-ქულიანი მაჩვენებელი აქვს. ამის შესახებ უფლებადამცველი ორგანიზაციის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის გლობალური რეიტინგის ყოველწლიურ ანგარიშში არის ნათქვამი, რომლის სახელწოდებაც არის, „თავისუფლება მსოფლიოში - 2023: 50 წელი დემოკრატიისთვის ბრძოლაში“ (Freedom in the World 2023: Marking 50 Years in the Struggle for Democracy).

რეგიონის ქვეყნებიდან საქართველო ერთი პოზიციით უსწრებს სომხეთს, რომელიც 54 ქულით, ასევე, „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყანაა. აღსანიშნავია, რომ უკრაინა, ასევე, „ნაწილობრივი თავისუფალი“ ქვეყნის სტატუსით საქართველოსა და სომხეთს 50 ქულით მოსდევს. დანარჩენი მეზობელი ქვეყნები რეიტინგში გაცილებით დაბლა არიან. კერძოდ, აზერბაიჯანი, თურქეთი და რუსეთი „არათავისუფალი ქვეყნების“ სიაშია, რომელთაგანაც აზერბაიჯანს 100-დან მხოლოდ 9 ქულა, რუსეთს 16, ხოლო თურქეთს 32 ქულა აქვს დაგროვილი.

კრემლის ერთგული მოკავშირე რეგიონში კვლავ ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკოა, „რომელიც თავისი სუსტი ძალაუფლების შესანარჩუნებლად მოსკოვის მხარდაჭერაზე არის დამოკიდებული.“ უფლებადამცველების შეფასებით, ქვეყანამ 2022 წელს „სამწუხარო რეკორდი“ დაამყარა და მსოფლიოს ყველაზე არათავისუფალი ქვეყნების ტოპ 10-ულში შევიდა. ბელარუსს რეიტინგში ავღანეთის, სომალის და საუდის არაბეთის დონის, ანუ 8-ქულიანი მაჩვენებლები აქვს.

ტრადიციული ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, „უკრაინის ომი ზრდის დაძაბულობას რუსეთის მიერ მხარდაჭერილ საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში,“ საიდანაც მოსკოვმა თავისი სამხედრო ძალების ნაწილი უკრაინაში მყოფი ჯარის დასახმარებლად გაიყვანა.“ ომმა, ასევე, სერიოზული ზიანი მიაყენა ბელარუსის სუვერენიტეტს, რადგან რუსული ჯარები ამ ქვეყნის ტერიტორიიდან მოქმედებდნენ. კონფლიქტის განახლების რისკი გაიზარდა მოლდოვაშიც, რომლის სეპარატისტულ დნესტრისპირეთის რეგიონში დიდი ხანია, რუსეთის გარნიზონი არის განთავსებული.“

„უკრაინით დაკავებულ კრემლს მეტოქეობა და სხვა კონფლიქტებით მანიპულირება გაურთულდა,“ - წერს Freedom House.

შედეგად აზერბაიჯანის რეჟიმმა, რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების მიუხედავად, სომხეთის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია გააძლიერა. ასევე, სექტემბერში ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის საზღვარზე სროლამ, დაახლოებით, 100 ადამიანი იმსხვერპლა. რუსეთის მიერ კონტროლირებადი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია იმის მაგალითია, თუ როგორ იყენებენ ავტოკრატიები რეგიონულ ორგანიზაციებს რეპრესიული რეჟიმების მხარდასაჭერად. კერძოდ, 2022 წლის იანვარში ამ ორგანიზაციამ ფართომასშტაბიანი ანტისამთავრობო პროტესტისგან ყაზახეთის ხელისუფლების დასაცავად ჯარები გაგზავნა, რომელიც საწვავზე ფასების მკვეთრი ზრდით იყო პროვოცირებული.

„ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები ხშირად განიხილება მოსკოვის გეოპოლიტიკურ ორბიტაში. თუმცა აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა, ტაჯიკეთმა, თურქმენეთმა და უზბეკეთმა უარი თქვეს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის აღიარებაზე და ყველა მათგანი რუსულ ბანკებზე დაწესებულ სანქციებს იცავს,“ - წერს Freedom House.

ზოგადად, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის დონე მსოფლიოში ზედიზედ 17 წელია, იკლებს. ამასთან, ორგანიზაციის მონაცემებით, „გასულ წელს გაიზარდა მუქარა დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ. კერძოდ, მედიის თავისუფლება სულ მცირე 157 ქვეყანასა და ტერიტორიაზე ზეწოლის ქვეშ მოექცა.“

პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლების ქულებით ყველაზე „არათავისუფალი ქვეყნების“ ტოპ 10-ეული ასეთია:

  • სამხრეთ სუდანი და სირია - სათითაოდ 1 ქულა
  • თურქმენეთი - 2 ქულა
  • ერითრეა და ჩრდილო კორეა - სათითაოად 3 ქულა
  • ტაჯიკეთი - 7 ქულა
  • სომალი, საუდის არაბეთი, ბელარუსი და ავღანეთი - 8 ქულა
  • ჩინეთი და აზერბაიჯანი - 9 ქულა
  • უზბეკეთი, კუბა და ირანი - 12 ქულა
  • რუსეთი - 16 ქულა
  • ეგვიპტე - 18 ქულა
  • ყაზახეთი - 23 ქულა

ყველაზე „თავისუფალი ქვეყნები“ არიან:

  • ნორვეგია, შვედეთი და ფინეთი - 100 ქულა
  • ახალი ზელანდია - 99 ქულა
  • კანადა - 98 ქულა
  • იაპონია 96 ქულა
  • ავსტრალია - 95 ქულა
  • გერმანია და ესტონეთი - 94 ქულა
  • დიდი ბრიტანეთი - 93 ქულა
  • ესპანეთი და იტალია - 90 ქულა
  • ლიეტუვა და საფრანგეთი - 89 ქულა
  • ლატვია - 88 ქულა

რეიტინგში აშშ-სა და სამხრეთ კორეას თანაბარი, 83 ქულა აქვთ, თუმცა ორივეს 85 ქულით არგენტინა უსწრებს. ისრაელის თავისუფლების ხარისხი 77 ქულით არის შეფასებული.

 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →