კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

"ლელო" გამოდის ინიციატივით, ევროკავშირის 12 მოთხოვნის შესრულების მონიტორინგის საზოგადოებრივი საბჭოს ფორმირება მოხდეს

41
"ლელო" გამოდის ინიციატივით, ევროკავშირის 12 მოთხოვნის შესრულების მონიტორინგის საზოგადოებრივი საბჭოს ფორმირება მოხდეს
მოსასმენად დააჭირეთ

ევროპელი პარტნიორების წინადადებით და მათთან კონსულტაციების შედეგად, "ლელო" გამოდის ინიციატივით, ევროკავშირის 12 მოთხოვნის შესრულების მონიტორინგის საზოგადოებრივი საბჭოს ფორმირება მოხდეს. ამის შესახებ პარტიის მიერ…

ევროპელი პარტნიორების წინადადებით და მათთან კონსულტაციების შედეგად, "ლელო" გამოდის ინიციატივით, ევროკავშირის 12 მოთხოვნის შესრულების მონიტორინგის საზოგადოებრივი საბჭოს ფორმირება მოხდეს. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ლელოს“ აღნიშნავს, რომ საბჭოს ამოცანა იქნება, აიძულოს „ქართული ოცნება" შეასრულოს ყველა ვალდებულება, რომელსაც ევროკავშირი ელოდება ქვეყნის ხელისუფლებისგან, ნათელი გახადოს პასუხისმგებლობის საკითხი ყველა კონკრეტულ ნაბიჯთან დაკავშირებით და ამით უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების უფლება ზუსტად იყვნენ ინფორმირებულნი ევროკავშირის დღის წესრიგის გამოწვევებთან დაკავშირებით.

„ლელო“ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და საპარლამენტო, პროევროპული ოპოზიციის სხვა წევრებთან კონსულტაციებს გამართავს.

პარტიაში მიაჩნიათ, რომ საჭიროა საბჭოსთან მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

„ ქართული ოცნების მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში ხელოვნურად შექმნილმა დაბრკოლებებმა, ჩვენი ქვეყნის პარტნიორების სერიოზული შეშფოთება გამოიწვია.

ცალსახად გაცხადდა, რომ ევროკავშირს სანდო პარტნიორი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ ჰყავს. ამავე დროს, ევროკავშირის დღის წესრიგია, რომ საქართველომ წარმატებით გაატაროს ის რეფორმები, რომელსაც ევროკავშირი ელოდება და ამით გზა გაეხსნას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას. ამ პროცესში ევროკავშირის მთავარი პარტნიორები უნდა გახდნენ ის ორგანიზაციები და პარტიები, რომლებიც რეალურად მუშაობენ ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად.

ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან წამოსული წინადადებით და მათთან კონსულტაციების შედეგად, „ლელო" გამოდის ინიციატივით, რომ მოხდეს ევროკავშირის 12 მოთხოვნის შესრულების მონიტორინგის საზოგადოებრივი საბჭოს ფორმირება. მის შემადგენლობაში უნდა შევიდნენ ქართული სამოქალაქო სექტორის , არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოების წარმომადგენლები და საპარლამენტო/პროევროპული პოლიტიკური ოპოზიციის წევრები. მიგვაჩნია, რომ საჭიროა ამ საბჭოსთან მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

საბჭოს ამოცანა იქნება ოპერატიულ რეჟიმში გააკონტროლოს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება, საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციის გზით აცნობოს საქართველოს მოქალაქეებს იმ დაბრკოლებების შესახებ, რომელსაც ხელისუფლება უქმნის ევროკავშირში შეტანილი განაცხადის წარმატებას და აქტიურად იმუშაოს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე შიდა და გარე წნეხის კოორდინაციის გზით.

საბჭოს ამოცანა იქნება, აიძულოს „ქართული ოცნება" შეასრულოს ყველა ვალდებულება, რომელსაც ევროკავშირი ელოდება ქვეყნის ხელისუფლებისგან, ნათელი გახადოს პასუხისმგებლობის საკითხი ყველა კონკრეტულ ნაბიჯთან დაკავშირებით და ამით უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების უფლება ზუსტად იყვნენ ინფორმირებულნი ევროკავშირის დღის წესრიგის გამოწვევებთან დაკავშირებით.

„ლელო“ აქტიურ კონსულტაციებს გამართავს ამ საკითხზე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, საპარლამენტო/პროევროპული ოპოზიციის სხვა წევრებთან.

ამოცანაა, რომ ამ ეტაპზე ერთიანი ძალისხმევით არ მივცეთ ქართულ ოცნებას უფლება, რომ ქვეყანას საბოლოოდ წაართვას ისტორიული შანსი-ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი.

თუმცა, ცხადია, რომ ეს ხელისუფლება არ უზრუნველყოფს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ცხადია რომ საზოგადოება მუდმივად იძულების წესით ვერ გააგრძელებს ურთიერთობას საკუთარ მთავრობასთან, რომელიც უნდა წარმართავდეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. ამიტომ, ლელო-ს პოზიციაა, რომ საქართველოს ევროპული გზის რეალური და საბოლოო წარმატებისთვის საჭიროა პოლიტიკური ცვლილებები და არჩევნების გზით "ქართული ოცნების" გასტუმრება ქვეყნის მართვის სადავეებიდან", - აღნიშნულია განცხადებაში.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →