„აშშ საქართველოში არეულობის პროვოცირებას ახდენს, რათა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყოს და რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გახსნას“, - ამის შესახებ სოხუმის დე ფაქტო მთავრობის ე,წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „სპუტნიკი“ ავრცელებს.
„აშშ კიდევ ერთხელ გეგმავს პოსტსაბჭოთა ქვეყნების საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევას. ჩვენი ინფორმაციით, ამერიკელები მარტში საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას შეეცდებიან. ეს კი ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების არქიტექტურას რეალურ საფრთხეს უქმნის,“ - განაცხადა არძინბამ.
მისი თქმით, აშშ-ის ძირითადი მიზანია სამხრეთ კავკასიაში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა.
