კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

გურამ მაჭარაშვილი-ოპოზიცია არა კანონპროექტების შინაარსობრივად განხილვისთვის, არამედ მომდევნო სხდომის ჩაშლისთვის ემზადება

20
გურამ მაჭარაშვილი-ოპოზიცია არა კანონპროექტების შინაარსობრივად განხილვისთვის, არამედ მომდევნო სხდომის ჩაშლისთვის ემზადება
მოსასმენად დააჭირეთ

ოპოზიცია არა კანონპროექტების შინაარსობრივად განხილვისთვის, არამედ მომდევნო სხდომის ჩაშლისთვის ემზადება , - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

ოპოზიცია არა კანონპროექტების შინაარსობრივად განხილვისთვის, არამედ მომდევნო სხდომის ჩაშლისთვის ემზადება , - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია დემოკრატიის სახელით, ანტიდემოკრატიულ პროცესს აანონსებს.

ამასთან, დასძენს, რომ „ამერიკულ კანონს, რომელსაც იურიდიულ კომიტეტზე განიხილავენ, საზოგადოებაში მხარდაჭერა ექნება“.

„სპეკულაციები, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციას ამერიკულ კანონთან დაკავშირებით ჰქონდა, ჯერ კიდევ წინა კომიტეტზე დასრულდა, როდესაც, მათ შორის სახალხო დამცველის მოადგილემაც, პრაქტიკულად, აღიარეს, რომ დღევანდელი მოცემულობით, მოქალაქეს არ აქვს უფლება, რომ, დაინტერესების შემთხვევაში, არასამთავრობო სექტორის ფინანსური გამჭვირვალობა დაინახოს. სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიცია კარგად გრძნობს თავს იქ, სადაც არის დესტრუქცია, ფიზიკური დაპირისპირება, სადაც არ არის განხილვა და საზოგადოებასაც დესტრუქციისკენ მოუწოდებენ. ნიშანდობლივია, რომ დემოკრატიის სახელით, ანტიდემოკრატიულ პროცესს აანონსებენ. მათთვის მიუღებელია ნებისმიერი ტიპის საკითხის განხილვა და თქმა, რომ ესა და ეს საკითხი ამ არგუმენტით არაა სწორი. თავად არიან ასეთი ბუნების - აუცილებლად დაპირისპირება, ფიზიკური შეხლა-შემოხლა უნდა იყოს, რათა როგორმე იტივტივონ პოლიტიკურ ზედაპირზე. ვერც „რუსული კანონპროექტის“ ნარატივი გამოუვიდათ.

ამიტომაც, ამერიკულ კანონს, რომელსაც იურიდიულ კომიტეტზე განვიხილავთ, საზოგადოებაში მხარდაჭერა ექნება, რადგან მოქალაქეები გაიგებენ, დაინტერესების შემთხვევაში, როგორ შეძლებენ ინფორმაციის მიღებას, რომელი არასამთავრობო სექტორი საიდან ფინანსდება.

ის, რომ ე.წ. სტიგმატიზაცია მათი ხელწერაა, იმაშიც ჩანს, რომ მაგალითად, წინა, სავალდებულო კომიტეტზე, სალომე სამადაშვილი ერთ-ერთ დეპუტატს სოფლელს ეძახდა, ანუ, თითქოს, სოფელსა და რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებს. ეს არის მათი ბუნება და ამ ბუნებიდან ვერ გამოვიდნენ.

სტიგმა მათი მოგონილია. ამ კანონპროექტების ვერანაირი საწინააღმდეგო არგუმენტი რომ ვერ იპოვეს, ადგნენ და თქვეს: „მოდი, ახლა რუსული დავარქვათ“. ეს არ გამოუვათ. „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც ბოიკოტი დააანონსა, როცა ფიზიკური დაპირისპირება და შეურაცხყოფა დასჭირდა, ჩვეულებრივად შემოვიდა პარლამენტში და რადიკალურ პროცესში ჩაერთო. ესაა მათი რეალური სახე. ეს ხალხი ვერ ჩერდება იქ, სადაც სიმშვიდეა და უნდა იქ, სადაც რადიკალური, ფიზიკური დაპირისპირებაა. ცდილობენ, საზოგადოება დაარწმუნონ, რომ თითქოს, ჩვენი კანონპროექტები, რომელთაგანაც ერთი ამერიკული კანონიდანაა სიტყვასიტყვით ნათარგმნი, რუსულია. ეს არ გამოუვიდათ და ახლა ამიტომ არიან გაღიზიანებულები და ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე არიან გადასულები. კოლონიური აზროვნებიდან ვერ გამოდიან - ამბობენ, რომ ცალ ფეხზე უნდა დავდგეთ, ცალი თვალით და ცალი ფეხით შევიდეთ ევროკავშირში. მათ რომ ვკითხოთ, მონის სტატუსითაც უნდა შევიდეთ ევროკავშირში, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირში ორივე ფეხით, ორივე ხელით, სიმძლავრით, გაერთიანებულები და სუვერენიტეტშენარჩუნებულები შევიდეთ“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ინფორმაციას „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →