გალიფ ოზთურქი 31 მაისს დააკავეს. მას ბრალად ედებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შენახვა. გამოძიების ინფორმაციით, ოზთურქის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის დროს, 7 გრამზე მეტი კოკაინი ამოიღეს. თავად ოზთურქი ბრალს არ აღიარებს და პატიმრობას პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.
მოგვიანებით, ოზთურქს ახალი ბრალი წაუყენეს - ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.
