გადაწყვეტილება ეხება სანქციებს, რომლებიც დაწესდა რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების ოკუპაციისა და მათ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გამო.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ურყევი რჩება ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ცნობისთვის, გარდა ამისა, ომის წლისთავთან დაკავშირებით ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციების პაკეტსაც მიიღებს.
(მთავარი არხი)
