ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
„ისლამური სამყარო დღეს მირაჯის ღამეს - წინასწარმეტყველ მუჰამადის ღამით იერუსალიმში მოგზაურობას და ცად ამაღლებას აღნიშნავს, როდესაც მუჰამადი შუამავლების გარეშე ესაუბრა ღმერთს. ამ მოგზაურობასთან არის დაკავშირებული მუსლიმთათვის სხვა ვალდებულებებთან ერთად, დღეში ხუთჯერ ლოცვის დაწესება“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
