"მთავარი არხის" ინფორმაციით, დღევანდელი შეკრების თემა სწორედ ეკლესიის მოქმედი საჭეთმპყრობელის გადადგომა, გადაწყვეტილების სავარაუდო მიზეზი კი ბოლო პერიოდში დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობაა.
თუმცა, ამ ვერსიაზე საჯაროდ საუბარს მღვდელმთავრები ჯერ ერიდებიან. აღსანიშნავია, რომ 2 წლიანი პაუზის შემდეგ სინოდის სხდომა პატრიარქმა ისე მოიწვია, რომ განსახილველი საკითხები ამ დრომდე უცნობი რჩება.
