ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
„თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დაუდასტურეს ქალაქ გაზიანტებში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქის ი.პ. გარდაცვალების შესახებ“, - აცხადებენ უწყებაში.
ამ დროის მონაცემებით, დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად თურქეთში საქართველოს 5 გარდაცვლილი მოქალაქეა ნაპოვნი.
