თურქეთში ძლიერი მიწისძვრაა 7.7 მაგნიტუდა. სირიის საზღვართან. ქალაქი გაზიანტეპია ეპიცენტრი.
ჯერჯერობით უცნობია, მოჰყვა თუ არა ძლიერ ბიძგებს ნგრევა ან რაიმე სახის ინციდენტი.
სოციალურ ქსელში აჭარაში მცხოვრებლები წერენ, რომ მიწისძვრა იგრძნობოდა ბათუმსა და სხვა ახლომდებარე ქალაქებში.
ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა.
თურქეთის კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყანაში სულ მცირე 76 ადამიანი დაიღუპა, 440-ზე მეტი კი დაშავდა. რაც შეეხება სირიას, ქვეყანაში მსხვერპლთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა, 500-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.
ძლიერი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გაზიანთეპთან ახლოს მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური კვლევის სამსახურის ცნობით, მისი სიმძლავრე 7,8 მაგნიტუდა იყო
