საინფორმაციო პორტალი InterPress.ge-ს მიერ განხორციელებული 2 თვიანი პროექტი „სამოქალაქო ჟურნალისტები მრავალფეროვნებისთვის“ დასრულდა.
3 თებერვალს პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატი გადაეცათ. ღონისძიებაზე საინფორმაციო პორტალი InterPress.ge-ს ხელმძღვანელმა ნაჰიდ გურბანოვმა პროექტის მონაეილეებს წარმატებები უსურვა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე ხაზი გაუსვა ახალგაზრდების აქტიურ მონაწილეობას სამოქალაქო ჟურნალისტიკაში.
2 თვიანი პროექტის ფარგლებში, მარნეულიდან და ბოლნისიდან 14-29 წლის ახალგაზრდების მონაწილეობით, სხვადასხვა სფეროში სემინარები და შეხვედრები გაიმართა.
უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის მიზანი ქვემო-ქართლის რეგიონში მცხოვრები აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ევროკავშირისა და ნატოს შესახებ და წვლილის შეტანა სამოქალაქო ჟურნალისტების ჩამოყალიბებაში.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში” პროექტი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და აშშ-ის საელჩოს მიერ განხორციელდა.
.jpg)