მისივე თქმით, შრომის ინსპექციას 40-საათიანი სამუშაო გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში შესაძლებლობა აქვს გამოიყენოს: გაფრთხილების, დაჯარიმების და სამუშო პროცესის შეჩერების შესაბამისი მექანიზმები.
„ჩვენ მუდმივად საკონსულტაციო მომსახურებას ვეწევით. ეს არის შრომის ინსპექციის სამსახურის ვალდებულება. რაც შეეხება სამუშაო საათების შემცირებას, ეს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრია და ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ნომინირებული სამუშაო კვირა 40 საათია. საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება, სწორედ ამიტომ, ნორმირებულად, დასაქმებულისთვის ჩვენ 40-საათიანი სამუშაო კვირა დავაწესეთ. იმ შემთხვევაში, თუ ზეგანაკვეთური შრომა უწევს ამა თუ იმ დასაქმებულს, ეს ზეგანაკვეთური ტარიფით ანაზღაურებული უნდა იყოს. არავინ არ უკრძალავს არც დასაქმებულს და არც დამსაქმებელს, რომ ზეგანაკვეთურად იმუშაოს. ჩვენ როდესაც ევროკავშირზე ვსაუბრობთ და ევროპულ მისწრაფებებზე, ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ ევროპული სტანდარტი გულისხმობს ადამიანის უფლებების დაცვას და შრომის ინსპექციაც ორიენტირებულია ადამიანის უფლებების დაცვაზე“, - განაცხადა ფერაძემ.
(bpn)
