კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

გიორგი ვაშაძე - მსურს მივმართო ივანიშვილს, გახარიას და „ქართული ოცნების“ ლიდერებს - თქვენ ალბათ, აშშ რუსეთი გგონიათ, სადაც ფულით შეგიძლიათ ყველაფერი მოაგვაროთ

51
გიორგი ვაშაძე - მსურს მივმართო ივანიშვილს, გახარიას და „ქართული ოცნების“ ლიდერებს - თქვენ ალბათ, აშშ რუსეთი გგონიათ, სადაც ფულით შეგიძლიათ ყველაფერი მოაგვაროთ
მოსასმენად დააჭირეთ

მსურს მივმართო ბიძინა ივანიშვილს, გიორგი გახარიას და „ქართული ოცნების“ ლიდერებს - თქვენ ალბათ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთი გგონიათ, სადაც ფულით შეგიძლიათ ყველაფერი მოაგვაროთ. ამერიკა მხარს უჭერს ქართულ დემოკრატიას…

მსურს მივმართო ბიძინა ივანიშვილს, გიორგი გახარიას და „ქართული ოცნების“ ლიდერებს - თქვენ ალბათ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთი გგონიათ, სადაც ფულით შეგიძლიათ ყველაფერი მოაგვაროთ. ამერიკა მხარს უჭერს ქართულ დემოკრატიას და ქართველ ხალხს და არ მოგცემთ არც ერთ შემთხვევაში დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვის შესაძლებლობას, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ამ ორი დღის განმავლობაში ჰქონდა არჩევანი, რომ პროგრესი ეჩვენებინა და რაღაც გამოესწორებინა, თუმცა მათ სხვა გზა აირჩიეს.

„ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქართულ დემოკრატიას და ეს კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა. „ქართულმა ოცნებამ“ კონგრესის მიერ გავრცელებული პირველი ინფორმაციის შემდეგ, სადაც საქართველოს სანქციებზე იყო საუბარი, საკუთარი მრავალრიცხოვანი არაერთი ლობისტური კომპანიების არმია შეასია კონგრესს და სენატს. აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ არგუმენტი მხოლოდ ზოგადი ფრაზეოლოგია იყო საქართველოს კრიტიკასთან დაკავშირებით. ამის საპასუხოდ „ქართული ოცნებისათვის“ კიდევ უფრო მკაცრი შესწორებები შევიდა დოკუმენტში, რომელიც დამტკიცდება სავარაუდოდ უკვე საბიუჯეტო კომიტეტზე. საბოლოო ჯამში კონგრესი და სენატი მიიღებს საბიუჯეტო კომიტეტთან ერთად ახალ შესწორებულ დოკუმენტს. დოკუმენტში საუბარია, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიანად. საუბარია სასამართლოში გამეფებულ კლანურ მმართველობაზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა ქვეყანაში, საუბარია მედია თავისუფლებაზე, საუბარია პოლიტიკოსების მიმართ ანგარიშსწორებაზე და ქვეყანაში ოლიგარქიულ მმართველობაზე, რომელსაც არც ერთ შემთხვევაში არ შეეგუება ამერიკის შეერთებული შტატები”, - განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, საქნციების თავიდან არიდების ერთადერთი გზა ამერიკელი პარტნიორების მოთხოვნების შესრულებაა.

„ქართულ ოცნებას“ ამ ორი დღის განმავლობაში ჰქონდა არჩევანი, რომ პრობლემურ წერტილებზე პროგრესი ეჩვენებინა და რაღაც გამოესწორებინა, თუმცა მათ აირჩიეს სხვა გზა. ეგონათ, რომ ფულით კონგრესში და სენატში რამეს გადაწყვეტდნენ. ერთადერთი გზა, რაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იმ სანქციებს აგვარიდებს, რომელზეც საუბარია ამ დოკუმენტში, არის ის, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოთ ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ჩვენი ამერიკელი პარტნიორები მხრიდან მომდინარეობს. დაუყოვნებლივ ხელი აიღოთ ქართული დემოკრატიის ხელყოფიდან, ჩაატაროთ სამართლიანი არჩევნები და მოემზადოთ ოპოზიციაში გადასვლისათვის. იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი გზა საქართველოში დემოკრატიული განვითარების. ყელში ამოუვიდა ყველას უკვე თქვენი მავნებლობა, რის გამოც ზიანს იღებს ჩვენი სახელმწიფო და სახელმწიფო ინტერესები. შეუქცევადია ეს პროცესი, რაც არ უნდა ფული დახარჯოთ ლობისტებში, ვინც არ უნდა ჩარიოთ, ეს არ შეიცვლება! ლობისტი არ წყვეტს ამას. ამას წყვეტენ ის ამერიკელი პოლიტიკოსები, რომლებისთვისაც საქართველო არის სტრატეგიული პარტნიორი. წყვეტენ ის პოლიტიკოსები, რომლებისთვისაც სულერთი არ არის, როგორი მმართველობა იქნება საქართველოში. ამერიკას სჭირდება ძლიერი საქართველო, როგორც წამყვანი პარტნიორი რეგიონში. თქვენ ამ ყველაფერს ეწინააღმდეგებით. სწორედ, ამიტომ განაჩენი გამოგიტანათ საერთაშორისო საზოგადოებამ და ასევე განაჩენს გამოგიტანთ ქართველი ხალხი 31 ოქტომბერს ქართული არჩევნებით" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

აღნიშნულ კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ipn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →