InterPress.ge-ს ინფორმაციით, მან მარნეულის მერიის ბიუჯეტის გადანაწილება გააპროტესტა.
„მოგეხსენებათ, მარნეულის მერია არასამართლიან ბიუჯეტს წლებია ამტკიცებს, აქ მცხოვრებთა სურვილებს და პრობლემებს არ ითვალისწინებენ. მიუხედავად იმისა, რომ მარნეულის ბიუჯეტი ყველას ეკუთვნის, მერიამ ეპარქიას გამოყო მნიშვნელოვანი თანხები, დანარჩენ რელიგიურ უმცირესობებს კი ფინანსური დახმარება არ გაუწია. ამ საკითხზე ბოლნისის სასამართლომ ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილა და დისკრიმინაციად შეაფასა. თუმცა სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა. იმ ადგილებში, სადაც უმცირესობები ცხოვრობენ, პრობლემებს არ ითვალისწინებენ. მნიშვნელოვანია, რომ მარნეულში მცხოვრები ყველა ადამიანის მოთხოვნა თანაბრად დაკმაყოფილდეს. მათ არ იციან რა არის თანასწორობა და სამართლიანობა. მათთვის თანასწორობა არის უმრავლესობის და არა უმცირესობის მოთხოვნების დაკმაყოფილება. დღეს უსამართლობამ ბევრი პრობლემა შექმნა“, - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი.
მისი თქმით, ეს მხოლოდ პირველადი მესიჯი იყო და თუ პრობლემა არ მოგვარდება, საპროტესტო აქციები მომავალშიც გაგრძელდება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ საკითხით ასევე დაინტერესებულია მრავალი სხვა უცხოური ინსტიტუტი და ორგანიზაცია.
მისი თქმით, საჩივარი უზენაეს სასამართლოშიც გადაეგზავნება.
.jpg)
.jpg)
