ყაზახეთში დღეიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლის წესში ცვლილებები ამოქმედდა. ამ ცვლილებების თანახმად, უქმდება ე.წ. ვიზარანი, რომლითაც ქვეყანაში ყოფნის პერიოდის მრავალჯერადი „განულება“ რესპუბლიკიდან მოკლევადიანი გამგზავრებით იყო შესაძლებელი.
დღეიდან ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მოქალაქეები ყაზახეთში 180 დღის განმავლობაში 90 დღეზე მეტს ვერ დარჩებიან, ხოლო სხვა უცხოელები ქვეყანაში ნახევარი წლის განმავლობაში მაქსიმუმ 90 დღეზე მეტს და არაუმეტეს 30 დღისა ვერ გაჩერდებიან.
ამდენად, უცხოელები ყაზახეთიდან მცირე ხნით გასვლითა და უკან დაბრუნებით ქვეყანაში ყოფნის ვადის განმეორებითი განახლების შესაძლებლობას კარგავენ. მანამდე ასეთი შეზღუდვები არ მოქმედებდა.
(bpn)
