ამავე ინფორმაციით, რუსები აგრძელებენ უკრაინის მსჯავრდებული მოქალაქეების რეკრუტირებას, სამხედრო კომპანია „ვაგნერში“.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობისთვის ყველაზე აქტიურად მოუწოდებენ იმ ადამიანებს, რომლებიც სასჯელს იხდიან მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულისთვის.
როგორც ლუგანსკის სამხედრო რეგიონული ადმინისტრაცია იტყობინება, რეგიონში ყველაზე დიდი დახურული სპორტული არენა სავსეა დაჭრილი რუსებით და ამჟამად იქ 600-ზე მეტი ბოევიკის გადარჩენას ცდილობენ.
ასევე, რუსებს პრობლემები აქვთ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო ხელმძღვანელობასთან, რადგან მათ აღარ ენდობიან და ადგილზე "ოფიციალური პირები" რუსეთიდან ჩაჰყავთ.
(მთავარი არხი)
