“მოზაიკას” ინფორმაციით, ოჯახში წყლის გამაცხელებელი იყო ჩართული, რომელიც აბაზანაშია დამონტაჟებული.
“საღამოს საათებში აბაზანაში იყო ბავშვი შესული, “კალონკა” იყო ჩართული. ამ დროს ოჯახის წევრებმა თავი შეუძლოდ იგრძნეს. სასწრაფო გამოიძახეს”, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ ისინი ხაშურის ერთ- ერთ კლინიკაში გადაიყვანა. პაციენტებს აღენიშნებოდათ თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულის რევა და ზოგადი სისუსტე. მათი მდგომარებო ამ ეტაპზე სტაბილურია.
.jpg)