ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გხარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო, ორშაბათიდან, 13 რიცხვიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების აკრძალვა მოიხსნება. მე ვფიქრობ, განსაკუთრებით ახლა, ზაფხულის პერიოდში, როდესაც შიდა ტურიზმი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
