"თუ კავკასიის სამი ქვეყანა შეუერთდება ძალისხმევას, რეგიონი უფრო უსაფრთხო იქნება“.
InterPress.ge იუწყება, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, 19 იანვარს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელის შეხვედრაზე „შუა ევრაზიის დერეფანი: გზიდან გზატკეცილამდე“ პანელის შეხვედრაზე გამოთქვა.
"სამწუხაროდ, სომხეთმა არ უპასუხა ჩვენს შემოთავაზებას სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ. ეს იქნება ძალიან მარტივი შეთანხმება, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებზე. კომისარ ხანის მინიშნება იყო, რომ სომხეთი აქ არ არის. მან თქვა, რომ აქ სამხრეთ კავკასიის ორი ქვეყანა მონაწილეობს, მაგრამ იქ სამი სახელმწიფოა. ვიცი, ვის გულისხმობს. მაგრამ რატომ არ არის სომხეთი აქ? იმიტომ, რომ სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც ჩვენ საქართველოსთან ერთად წამოვაყენეთ, სომხეთმა უარყო", - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა: „ძალიან ვაფასებ ჩემი მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევას. მისი ეგიდით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობით მოეწყო აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. ჩვენი შემოთავაზება იყო საქართველოში ლიდერთა შეხვედრის მოწყობა. იმიტომ, რომ ისტორიულად საქართველო იყო ქვეყანა, სადაც ყველა მეზობელი აქ გაერთიანებულა. თუმცა სომხეთი ამისთვის მზად არ არის. ეს არის ერთ-ერთი პოტენციური რისკი“.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რეგიონი უფრო უსაფრთხო იქნება, თუ კავკასიის სამი ქვეყანა გააერთიანებს ძალისხმევას ისეთ საკითხებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, უსაფრთხოება, სტაბილურობა და საზღვრების დელიმიტაცია.
