არსებული ინფორმაციით, პრობლემის აღმოსაფხვრელად სამტრედიიდან სპეციალური ჯგუფი მოდის, რათა ხაზები შეაკეთონ. ამასთან, ქარი სამუშაოების შესრულებას აფერხებს.
რაც შეეხებათ მგზავრებს, ისინი მიკროავტობუსებსა და სხვა ტრანსპორტში გადაანაწილეს.
(მთავარი არხი)

სენაკში, რკინიგზის სადგურთან, თბილისი-ზუგდიდის მატარებელია გაჩერებული. ძლიერმა ქარმა სადენები დაგლიჯა და მატარებელმა დაგეგმილი რეისი ვერ შეასრულა.
არსებული ინფორმაციით, პრობლემის აღმოსაფხვრელად სამტრედიიდან სპეციალური ჯგუფი მოდის, რათა ხაზები შეაკეთონ. ამასთან, ქარი სამუშაოების შესრულებას აფერხებს.
რაც შეეხებათ მგზავრებს, ისინი მიკროავტობუსებსა და სხვა ტრანსპორტში გადაანაწილეს.
(მთავარი არხი)
სიახლეები სწრაფად მიიღეთ სოციალურ ქსელებში