აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, რომელიც ალიევის რეჟიმს აკრიტიკებს, საქართველოში არ უშვებენ - ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "ფორმულა" ავრცელებს. სარფში საზღვრის კვეთაზე მას უარი უთხრეს. სეიმურ ჰაზი ოპოზიციური გაზეთის ჟურნალისტი იყო და მას რეჟიმი დევნის.
"ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უარი მითხრეს ქვეყანაში შემოსვლაზე. მე ვარ ჟურნალისტი, მაქვს კრიტიკული პოზიცია და ვფიქრობ, სწორედ ეს გახდა ამის მიზეზი. საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლება არის ძალიან ახლო ურთიერთობაში და სხვა ვერაფერს ვიფიქრებ. ეს არის შეთანხმებული მოქმედება. სხვა მიზეზი არ ვიცი. მე და მუხთარლი ერთად ვმუშაობდით, ეს საქმეები ერთმანეთს ჰგავს",- ამბობს სეიმურ ჰაზი.
ცნობისთვის, სეიმურ ჰაზის საქართველოში არშემოშვებას გამოეხმაურა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი.
-0:00
