პეკინისა და შანხაის კრემატორიუმების თანამშრომლებმა სააგენტოს უთხრეს, რომ COVID-19-ით გარდაცვლილთა გვამებს უწყვეტ რეჟიმში წვავენ, კრემაციისთვის უახლოესი თავისუფალი ადგილის დაჯავშნა კი მხოლოდ იანვრის შუა რიცხვებისთვის არის შესაძლებელი. ერთ-ერთ კრემატორიუმში განაცხადეს, რომ მათთან ყოველდღიურად 500-ზე მეტი გვამი მიაქვთ.
ჩინეთში კორონავირუსის ინფექციით დაავადების ზრდა დაიწყო დეკემბრის დამდეგს, მალევე მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, შეესუსტებინა საკარანტინო ზომები.
ჩინეთში ინფექციის ახალი ტალღის გაძლიერების ფონზე ხელისუფლებამ შეწყვიტა COVID-19-თან დაკავშირებული ყოველდღიური სტატისტიკის გამოქვეყნება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქვეყანაში ყოველდღიურად მილიონობით ადამიანს უდასტურდება COVID-19.
ევროპის კავშირმა ჩინეთს შესთავაზა COVID-19-ის უფასო ვაქცინები, რათა დაავადების მასობრივი გავრცელების შეჩერებაში დაეხმაროს პეკინს.
ჯანმო ჩინეთს მოუწოდებს, პანდემიის მონაცემები გამოაქვეყნოს.
(primetime.ge)
