კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

ნონა მამულაშვილი - სააკაშვილი არის რუსეთის ტყვე და უკრაინაში აყვანილ რუს ტყვეებზე უნდა გაიცვალოს

14
ნონა მამულაშვილი - სააკაშვილი არის რუსეთის ტყვე და უკრაინაში აყვანილ რუს ტყვეებზე უნდა გაიცვალოს
მოსასმენად დააჭირეთ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ნონა მამულაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილი არის რუსეთის ტყვე და უკრაინაში აყვანილ რუს ტყვეებზე უნდა გაიცვალოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ნონა მამულაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილი არის რუსეთის ტყვე და უკრაინაში აყვანილ რუს ტყვეებზე უნდა გაიცვალოს.

მისივე თქმით, ამ თხოვნით, უკრაინის პრეზიდენტს მიმართავენ და საკითხთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში აქტიურ შეხვედრებს დაიწყებენ.

„დღეს უკვე ყველა, ვისაც თვალები გვაქვს და ინფორმაციის გადამუშავება შეგვიძლია, ვხვდებით, რომ გადავიქეცით რუსეთის სატელიტ სახელმწიფოდ, რუსეთის უკანა ეზოდ. ქვეყნად, სადაც ქართული სახელისა და გვარის მქონე რუსული ხელისუფლების წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მოძმე უკრაინის პრეზიდენტის, თავისუფალი სამყაროს მორალური ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას დასცინიან და აქილიკებენ. ჩვენი ოკუპანტის, რუსეთის, მთავარი მტერი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში კვდება. ის ფიზიკურად საქართველოშია, თუმცა რუსეთის პატიმრობაში იმყოფება. ის, რომ ქართული ციხე სინამდვილეში, რუსეთის კაგებეს საკანია, ბოლო კადრებმაც ყველასთვის თვალსაჩინო გახადა. მისი გადაყვანის თუ არ გადაყვანის გადაწყვეტილებას იღებს არა მოსამართლე, არა კობახიძე, არა ბიძინა, არამედ რუსეთის ხელისუფლება, ვლადიმერ პუტინი. სცენარი იგივეა, რაც 90-იან წლებში უკვე გამოვიარეთ: ქართული საზოგადოების დახლეჩა და ერთმანეთზე გადაკიდება, ცნობილი რუსული პრინციპით ნაკარნახევი რომ, რასაც ჩვენ ვერ გავაკეთებთ ტანკით, იმას თავად გააკეთებენ ქართველები ერთმანეთთან დაპირისპირებით. ჩვენ არ გვაქვს უფლებ,ა გულხელდაკრეფილი ვისხდეთ და ოლიგარქიულ რეჟიმს გავანადგურებინოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მომავალი. ქართველმა ხალხმა არ უნდა იაროს იმ ტვირთით, რაც ინერტულობის გამო, 30 წელიწადში მეორე პრეზიდენტის მკვლელობას ნიშნავს.

ყველანაირი იმედი, რომ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ გადაიყვანს და გადაარჩენს, ფუჭია. ყოველნაირი იმედი, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, ფუჭია. სალომე ზურაბიშვილი დღეს იმავე მორალურ პოზიციაზეა, რაზეც 1992 წლის 7 იანვარს იყო, როცა მან თენგიზ კიტოვანს, ჯაბა იოსელიანსა და თენგიზ სიგუას მადლობა გადაუხადა კანონიერი ხელისუფლების დამხობისთვის. ჩვენ დღეს ყველა ომში ვართ, როგორც არ უნდა გვიძახოს ხელისუფლებამ რომ ომი ავიცილეთ. ომს თავისი პირობები აქვს, მათ შორის საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების ტყვეობიდან დახსნასაც. მით უმეტეს იმ მოქალაქეების, რომლებსაც წვლილი მიუძღვით ქვეყნის გარდაქმნასა და შენებაში. სწორედ ამიტომ, მივმართავ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის ხელისუფლებას, დრო არ დაკარგონ მარიონეტულ ხელისუფლებასთან საუბრით, არამედ ესაუბრონ ამ მარიონეტების რუს ხელმძღვანელობას.

მიხეილ სააკაშვილი არის რუსეთის ტყვე, ის უბრალოდ ფიზიკურად იმყოფება საქართველოში. ის, როგორც უკრაინის მოქალაქე, უკრაინის მთავრობამ უნდა გამოიხსნას ტყვეების გაცვლის პრინციპის მიხედვით. სააკაშვილი უნდა გაიცვალოს უკრაინაში აყვანილ რუს ტყვეებზე. ამ თხოვნით მივმართავთ უკრაინის პრეზიდენტსა და უკრაინის მთავრობას, რომლებთან აქტიურ შეხვედრებსაც უმოკლეს დროში დავიწყებთ“, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.

 

1tv.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →