"ქართული ოცნება" რამდენად შეძლებს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის დამარცხებას, კარგი კითხვაა, მაგრამ უფრო საინტერესოა, რამდენად შეძლებს გაერთიანებული ოპოზიცია ერთიან კანდიდატზე შეთანხმებას , - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.
ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას ამომრჩევლის მხარდაჭერის საკმარისი რესურსი არ აქვს.
"მე არ ვფიქრობ, რომ ერთიან ოპოზიციას გააჩნია ის რესურსი მხარდამჭერებისა, რომელიც შეიძლება, განვიხილოთ, როგორც გადამწყვეტი ძალა. ამომრჩევლების რაოდენობა არ არის აუცილებელი პირდაპირპროპორციული იყოს პარტიების რაოდენობისა, რომლებიც ნათელაშვილის ეზოში არიან შეკრებილები", - განაცხადა ვოლსკიმ.
წყარო: İPN
