არ შეიძლება 400 დღე ადამიანის სიკვდილზე ისაუბროთ. არ შეიძლება 400 დღე საკუთარი ბელადის სიკვდილზე ისაუბროთ. სირცხვილი. 400 დღე საუბრობთ ერთი კაცის სიკვდილზე. ეს აჩვენებს თქვენს დამოკიდებულებას ამ კაცის მიმართ და დაანებეთ ამ კაცს თავი, - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო პასუხისმგებელია იმაზე, რომ ნებისმიერი პატიმრის უფლებებზე.
„საქართველოს ხელისუფლება, შესაბამისი უწყებები იღებენ პასუხისმგებლობას 9 200 პატიმარზე. რაც შეეხება საერთო მდგომარეობას ციხეებში, შეგახსენებთ, რომ ათჯერ არის შემცირებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი ციხეებში. ეს არის სწორედ იმის დამსახურება, რომ არის სათანადო მოპყრობა პატიმრების მიმართ. ერთადერთი, რაზეც ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა ნებისმიერი პატიმრისთვის, როგორი მძიმე დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს მას ჩადენილი“, - განაცხადა კობახიძემ.
(imedi)
