InterPress.ge იუწყება, რომ გუშინ დილით დაწყებული აქცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.
აზერბაიჯანელი აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ღამე კარვებში გაათიეს.
ამჟამად აქციაში მონაწილეთა რაოდენობა იზრდება, შუშა-ხანკენდის გზაზე, სადაც აქცია იმართება, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოდან სამოქალაქო აქტივისტები მიემართებიან.
აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ისინი გააგრძელებენ საპროტესტო აქციებს მანამ, სანამ ყარაბაღის ეკონომიკური რეგიონის ზოგიერთ რაიონში დროებით დისლოცირებული რუსული სამშვიდობო ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ანდრეი ვოლკოვი არ ჩამოვა ტერიტორიაზე.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანელი აქტივისტების და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების მიერ შუშას ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ მყოფი გზის მონაკვეთზე ეკოლოგიური ტერორიზმის შეწყვეტის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
.jpg)