ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.
„უკრაინაში რუსეთი სრულმასშტაბიან შემოჭრის დაწყებიდან პოლიციელებმა ოკუპანტების მიერ ჩადენილი 47 ათასი სამხედრო დანაშაული დააფიქსირეს. მათ შორისაა - წამების, გაუპატიურების, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის შემთხვევები”, - წერია განცხადებაში.
პოლიცია აღნიშნავს, რომ ომის მიმდინარეობისას სამართალდამცავების მუშაობა რუსი სამხედრო დამნაშავეების პასუხისმგებლობისადმი მიცემის შემადგენელი ნაწილი გახდა, რომლებიც ცივილიზებული საერთაშორისო თანამეგობრობისადმი დეკლარირებულ ადამიანის ძირითად უფლებებს უგულებელყოფენ.
IPN.ge
