InterPress.ge-ს ინფორმაციით, აქციის მონაწილეები სასურსათო-სამეურნეო მიწის უკან დაბრუნებას ითხოვენ.
ისინი ქანან ომაროვთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა მერიიდან მათ ჯერ არავინ შეხვედრია.
მათი თქმით, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, არ გაჩერდებიან. თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, ამბობენ, რომ გუბერნატორს შეხვდებიან, შემდეგ კი აზერბაიჯანის საელჩოს მიმართავენ.
