InterPress.ge-ს ინფორმაციით, სოფლის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მათი მიწა მთავრობამ გაყიდა.
სოფლის მცხოვრებლების თქმით, მათ ემუქრებიან.
მოსახლეობის თქმით, მათ შესთავაზეს მიწის ნაკვეთები და სარწყავი სისტემები მეზობელ სოფლებში, თუმცა ამ შეთავაზებას არ დათანხმდნენ, რადგან ტერიტორია შორს არის და დასამუშავებლად უვარგისია.
მოსახლეობა მანამდე გუბერნატორს და ადგილობრივ წარმომადგენლებს შეხვდა და დაპირდა, რომ ეს პრობლემა მოგვარდებოდა.
ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.
