კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

მამუკა მდინარაძე - მივიღეთ გადაწყვეტილება, "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გადავაგზავნოთ

52
მამუკა მდინარაძე - მივიღეთ გადაწყვეტილება, "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გადავაგზავნოთ
მოსასმენად დააჭირეთ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს სამართლებრივი დასკვნისთვის ვენეციის…

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს სამართლებრივი დასკვნისთვის ვენეციის კომისიაში გადააგზავნის.

როგორც მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, კანონპრპექტს მესამე მოსმენით აღარ განიხილავენ და ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდებიან.

„ქართული ოცნება“ მოუწოდებს კომისიას, კანონი სამართლებრივად დროულად შეფასდეს.

„ჩვენ ვამბობდით, რომ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ კანონპორპექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნასთან დაკავშირებით, თუმცა ვამბობდით, რომ ჯერ უნდა გავარკვიოთ, რასთან გვაქვს საქმე. ვენეციის კომისიასთან კომუნიკაციის შედეგად გაირკვა, რომ ინფორმაციები კანონის უკრაინულ ანალოგზე დასკვნის გაწვევის ან შესაბამისი შენიშვნით უკან დაბრუნების შესახებ, არის სიცრუე. ვენეციის კომისია მომავალ წელს მიაწვდის დასკვნას უკრაინის პარლამენტს.

გარდა ამისა, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ევროკავშირის კომისარმა გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ მოგვიწოდა, კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნისკენ. იგივე თხოვნა, როგორც მასმედიის საშუალებით, ასევე, პირადი კომუნიკაციის დროს გაახმოვანა ევროკავშირის ახალმა ელჩმაც საქართველოში.
იმ პირობებში, როდესაც უკრაინულმა იგივე კანონმა მოწონება და უმაღლესი შეფასება დაიმსახურა ევროკომისიის პრეზიდენტისგან, სწორედ მაშინ, როდესაც უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღეს ევროკავშირისგან, ამავდროულად, უკრაინის პარლამენტი ელოდება კომისიის დასკვნას, ნამდვილად არ მიგვაჩნია აუცილებლად და საჭიროდ, რომ გადაიგზავნოს, თუმცა, იმის გამო, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი მეგობრების მოწოდებას, იმის გამო, როგორც უკვე არაერთხელ ვთქვით, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ, იმის გამო, რომ სპეკულაციების სივრცე არ დარჩეს, რამე არ დაბრალდეს ამ ქვეყანას და „ქართულ ოცნებას“, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტი გადავაგზავნოთ ვენეციის კომისიაში სამართლებრივი დასკვნისთვის. შესაბამისად, ჩვენ კანონის მესამე მოსმენით განხილვაზე უარს ვიტყვით და ვენეციის კომისიის დასკვნას დაველოდებით.

ბუნებრივია, ჩვენი კომუნიკაციის დროს თხოვნა და მოწოდება იქნება, კანონი დროულად იქნეს სამართლებრივად შეფასებული, პროცესი დაჩქარებული და არ მოხდეს ისე, როგორც უკრაინის შემთხვევაში, როცა წელიწადზე მეტი გაიწელა დასკვნის მიღება“,- განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მხრიდან გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს თითქოს უკრაინამ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი გაიწვია ვენეციის კომისიიდან, აღმოჩნდა სიცრუე.
„შეფასებისგან თავს შევიკავებ, რატომ არ პასუხობს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩი, რას დაეყრდნო, როცა განაცხადა, რომ უკრაინამ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან უკან გამოითხოვა, თუმცა ფაქტია, რომ მისი მხრიდან გახმოვანებული ინფორმაცია, თითქოს უკრაინამ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი გაიწვია ვენეციის კომისიიდან, აღმოჩნდა სიცრუე, სამწუხაროდ.

ასევე სიცრუე აღმოჩნდა მეორე ინფორმაცია, ოღონდ სხვა მხრიდან გახმოვანდა, თითქოს შენიშვნებით დაუბრუნდა უკრაინულ მხარეს კანონპროექტი.

ერთიც და მეორეც ტყუილი აღმოჩნდა. სიმართლე არის ის, რაც საქართველოს პარლამენტს დაუდასტურეს ვენეციის კომისიიდან, რომ ისინი აპირებენ მომავალ წელს სამართლებრივი დასკვნა გაუგზავნონ უკრაინის პარლამენტს“, - განაცხადა მდინარაძემ.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →