InterPress.ge-ს ცნობით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 25 ნოემბერს ADA-ს უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „შუა დერეფნის გასწვრივ: გეოპოლიტიკა, უსაფრთხოება და ეკონომიკა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„აზერბაიჯანში 340 სკოლაა, სადაც სწავლება რუსულ ენაზე მიმდინარეობს. გარდა ამისა, სწავლება ქართულად მიმდინარეობს რესპუბლიკის 10 სკოლაში. საქართველოში 116 აზერბაიჯანულენოვანი სკოლაა. ირანში არის სკოლები, სადაც სწავლება ტარდება სომხურ ენაზე. მაგრამ არ არსებობს სკოლა, სადაც სწავლება აზერბაიჯანულ ენაზე იყოს. ეს როგორ შეიძლება? თუ ვინმე იტყვის, რომ ეს არის საშინაო საქმეებში ჩარევა, ჩვენ სრულიად უარვყოფთ. აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკა დღესავით ნათელია - ჩვენ არ ჩავერევით და არც ვაპირებთ ჩარევას ნებისმიერი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში“, - დასძინა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა განაცხადა:
„ჩვენ ვაყენებთ საკითხს ირანის სკოლებში აზერბაიჯანულ ენაზე სწავლების შესახებ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ირანელი აზერბაიჯანელები, რომლებიც მშობლიურ ენაზე საუბრობენ, კარგავენ ენის ლიტერატურულ კომპონენტს და აზერბაიჯანული ენა რჩება მხოლოდ საყოფაცხოვრებო დონეზე."
