თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებული მოზარდი გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსში“ მშობლებმა გადაიყვანეს.
სამედიცინო შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ გოგონას თავის ქალის დახურული ტრავმები აქვს და მისი მდგომარეობა მძიმეა.
ექიმების გადაწყვეტილებით, დაშავებული კატასტროფის სამედიცინო ბრიგადას, ამ წუთებში, თბილისში გადაჰყავს.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო.
(წყარო: InterPressnews.ge)
