პაციენტი სამტრედიაში მიუსაფარი ძაღლის მიერ 31 ოქტომბერს იქნა დაკბენილი. მან ცოფის საწინაადეგო ვაქცინის არასრული კურსი ჩაიტარა, რამაც სავარაუდოდ გართულება გამოიწვია.
ექიმის თქმით, პაციენტს ცოფისათვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა და გულის გაჩერებით გარდაიცვალა. მის ანალიზებში ცოფი არ აღმოჩნდა. კლინიკაში ვარაუდობენ, რომ ცოფი ჩატარებული ვაქცინის გამო, შესაძლოა ანალიზში არ გამოვლენილიყო. ოჯახმა კი ექსპერტიზაზე უარი განაცხადა.
(metronome)
