კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

რატი იონათამიშვილი - საზოგადოება კარგად ხედავს, ევროპული პერსპექტივის მიღების დღიდან, ვინ შეეცადა ამ სტატუსის დაკნინებას, „ნაციონალურ მოძრაობას“ დესტრუქციული ქმედებები ჩაუფლავდა

16
რატი იონათამიშვილი - საზოგადოება კარგად ხედავს, ევროპული პერსპექტივის მიღების დღიდან, ვინ შეეცადა ამ სტატუსის დაკნინებას, „ნაციონალურ მოძრაობას“ დესტრუქციული ქმედებები ჩაუფლავდა
მოსასმენად დააჭირეთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, საზოგადოება კარგად ხედავს, ევროპული პერსპექტივის მიღების დღიდან, ვინ მოქმედებს პასუხისმგებლიანად, ვინ უზრუნველყო სამუშაო პროცესი და ვინ შეეცადა…

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, საზოგადოება კარგად ხედავს, ევროპული პერსპექტივის მიღების დღიდან, ვინ მოქმედებს პასუხისმგებლიანად, ვინ უზრუნველყო სამუშაო პროცესი და ვინ შეეცადა პერსპექტივის სტატუსის დაკნინებას.

იონათამიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის ევროინტეგრაციის გზის დაზიანების გარდა, არაფერს აკეთებს, თუმცა საბოლოო ჯამში მხოლოდ საკუთარ რეპუტაციას აზიანებენ.

„ევროკავშირის გაფართოებაზე ყველაზე მნიშვნელოვანი და რეზონანსული განცხადება სულ ცოტა ხნის წინ გააკეთა გერმანიის კანცლერმა, რომელმაც ფაქტობრივად თავიდან გახაზა ევროკავშირის საზღვრები, სადაც კონკრეტულად ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი იყო აღნიშნული. ეს მოხდა ზუსტად იმ კონგრესზე, სადაც ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლობა იყო და უმაღლესი დონის შეხვედრები გაიმართა ევროკავშირის გაფართოების მიზნით და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებიდან გამომდინარე. რაც შეეხება ვალდებულებების შესრულებას, ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, პერსპექტივის მიღების დღიდან, ვინ მოქმედებს პასუხისმგებლიანად, ვინ უზრუნველყო სამუშაო პროცესი და პირველივე დღიდან ვინ შეეცადა პერსპექტივის სტატუსის დაკნინებას. პერსპექტივის სტატუსის მიმართ „ნაციონალური მოძრაობა“ სიძულვილის ენით გამოვიდა, მაგრამ მათ ეს დესტრუქციული ქმედებებიც ჩაუფლავდათ. დღესაც ვხედავთ, რომ ეს ადამიანები არაფერს აკეთებენ, გარდა იმასა, რომ ჩვენი ევროინტეგრაციის გზა დააზიანონ, მაგრამ საბოლოო ჯამში მხოლოდ საკუთარ რეპუტაციას აზიანებენ. ეს ნათლად ჩანს „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული პარტიული, კლანური დაპირისპირებებიდან გამომდინარე“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

იონათამიშვილის განმარტებით, პარლამენტში 12-ვე პუნქტის ირგვლივ საკმაოდ ნაყოფიერი მუშაობა წარიმართა.

„ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ და სწორედ ამაში მდგომარეობს ის პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, რომელიც ქვეყნის წინაშე გვაქვს. ევროინტეგრაცია ის საკითხია, რომელიც ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესსა და ინტერესზე მაღლა დგას, მაგრამ თუ შევხედავთ, რა ხდება რადიკალურ ოპოზიციაში, „ნაციონალურ მოძრაობაში“, სადაც პარტიის შიგნით ვერ თავისუფლდებიან ვიწროპარტიული ინტერესებიდან, იქ დღესაც ჩრდილოვანი, არაფორმალური მმართველობის ტიპური და მანკიერი მაგალითები გვაქვს, ასევე, იმ ე.წ. ტროიკიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოს, და არა „ქართული ოცნების“, წინააღმდეგ დეზინფორმაციის და ჰიბრიდული ომის გარდა, არაფრით არის დაკავებული, ამ რადიკალურ ჯგუფებს სინამდვილეში არ აქვთ არანაირი შესაძლებლობა, რაიმე სახის წინაღობა გაუწიონ ჩვენი ქვეყნის პროგრესს და განვითარებას“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →