საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების მიერ მომდევნო 5 წლის განმავლობაში განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმები შეითანხმა. კომისიის ინფორმაციით, ჯამში, კომპანიების მიერ ამ პერიოდში 265 მილიონი ლარის ინვესტიციები განხორციელდება.
გადაცემა „საქმიან დილაში“ სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ თქვა, რომ ეს არის აუცილებელი ინვესტიციები, რომელიც ქსელის ექსპლუატაციისთვისაა საჭირო.
კითხვაზე - აღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე შეიცვლება თუ არა გაზის ტარიფი? ნარმანიას პასუხი იყო, რომ ახალი სამომხმარებლო ტარიფები დეკემბერში დადგინდება, მაგრამ, წინასწარი პროგნოზით ტარიფების ზრდა არ იგეგმება.
„რაც ჩვენ შევითანხმეთ უკვე არსებულ ქსელებს და მათ მოვლა პატრონობას, უფრო მეტად გამართვას და ექსპლუატაციას ეხება. შესაძლებელი იყო ინვესტიციები მეტიც ყოფილიყო, მაგრამ ეს ინვესტიციები შემდეგ ტარიფში აისახება ამდენად კომისია ყოველთვის აუცილებელი ინვესტიციებს ითანხმებს, რომელიც ქსელის ნორმალური მოვლა - პატრონობისთვის და ექსპლუატაციისთვის არის საჭირო.
რაც შეეხება ტარიფის ცვლილებას, დადგენილი წესების მიხედვით კომისია პირველ ეტაპზე საინვესტიციო გეგმებს ითანხმებს, ხარჯების აუდიტს აკეთებს და ამის შემდეგ ადგენს ახალ სამომხმარებლო ტარიფს. დეკემბერში გაზის სექტორში ახალი სამომხმარებლო ტარიფების დადგენა გვიწევს, მაგრამ წინასწარი პროგნოზი ტარიფის ზრდას არ ველოდებით“, - ამბობს დავით ნარმანია.
(წყარო: Business Media )
საზოგადოება
გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფი? - გაზის სექტორში 265 მილიონის ინვესტიცია უნდა ჩაიდოს
.jpg)
მოსასმენად დააჭირეთ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების მიერ მომდევნო 5 წლის განმავლობაში განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმები შეითანხმა…
შეაფასეთ
InterPress.ge არხები
სიახლეები სწრაფად მიიღეთ სოციალურ ქსელებში