ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარის, გელა კვაშილავას თანახმად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მეორედ ავტომობილებზე ფასები 15-20%-ითაა გაზრდილი. ამის შესახებ მან „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
„მეორად ავტომობილებზე ფასები მთელ მსოფლიოში გაიზარდა. იყო მიწოდების, კოვიდის გამო ახალი მანქანების გამოშვების პრობლემები. იმ ქვეყნებში, საიდანაც ჩვენ ძირითადად შემოგვაქვს, მოთხოვნამ და მეორადი ავტომობილების გაყიდვებმა მოიმატა, მოსახლეობას იქაც შეუმცირდა შემოსავლები და ახლის ყიდვას ამჯობინებენ, რომ შედარებით იაფად იყიდონ“, - ამბობს კვაშილავა.
ფასების ზრდასთან ერთად, საქართველოში ავტომობილების შემკეთებლების დეფიციტიცაა. როგორც ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარე ამბობს, ამ სექტორშიც კადრები დაბალი ხელფასების გამო გაედინებიან ქვეყნიდან.
