კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

ზვიად ძიძიგური - „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებისთვის „სავარჯიშო მსხლის“ ფუნქციას ასრულებს - „ქართული ოცნება“ კი ევროპელ პარტნიორებს ეუბნება: „მიგვიღეთ ისეთები, როგორებიც ვართ, ისევ გავაყალბებთ, ისევ მოვუსმენთ“

17
ზვიად ძიძიგური - „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებისთვის „სავარჯიშო მსხლის“ ფუნქციას ასრულებს - „ქართული ოცნება“ კი ევროპელ პარტნიორებს ეუბნება: „მიგვიღეთ ისეთები, როგორებიც ვართ, ისევ გავაყალბებთ, ისევ მოვუსმენთ“
მოსასმენად დააჭირეთ

ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ იმ კონფიგურაციით იქნება, როგორითაც 2016 წლიდან დღევანდელ დღემდე იყო, „ქართულ ოცნებას“ არ გაუჭირდება ხელისუფლების შენარჩუნება , - ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა…

ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ იმ კონფიგურაციით იქნება, როგორითაც 2016 წლიდან დღევანდელ დღემდე იყო, „ქართულ ოცნებას“ არ გაუჭირდება ხელისუფლების შენარჩუნება , - ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ზვიად ძიძიგურის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკაში „სავარჯიშო მსხლის“ ფუნქციას ასრულებს.

„კრივში არის ასეთი ტერმინი - „სავარჯიშო მსხალი“, „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო რამდენიმე წელია სახელისუფლებო პარტიისთვის ამ ფუნქციას ასრულებს. ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ იმ კონფიგურაციით იქნება, როგორითაც 2016 წლიდან დღევანდელ დღემდე იყო, „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების ისევ შენარჩუნება არ გაუჭირდება.

განახლების საჭიროებას ვხედავ, ოღონდ ამ პარტიაში კი არა, მთლიანად პოლიტიკურ სპექტრში და ვიდრე ეს პარტია [ნაციონალური მოძრაობა] მუდმივად ერთსა და იმავე სიტუაციაში იქნება, ერთსა და იმავე წრეზე იტრიალებს, ხელისუფლებაც მეტს არაფერს გააკეთებს და ერთი და იმავე ტექსტებით დაგვღლის - „მე თუ არ ამირჩევთ, მოვა ჩემზე უარესი“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ოპოზიციას ნდობის სერიოზული კრიზისი აქვს და ეს გაგრძელდება, ხალხში ხალხში არ გავა და არ დაელაპარაკება.
„პოლიტიკური პარტიები მუდმივად რაღაც თემებზე ლაპარაკობენ, დადიან ეთერებში, რაღაცას დებატობენ - „ხელისუფლება ცუდია, ევროპისკენ არ მიდის, რუსეთუმეები არიან“, ძირითადად არიან ხელისუფლების ლანძღვა-გინებით დაკავებული, მაგრამ ჩვეულებრივი ამომრჩეველი უყურებს ამას და კითხულობს, შენ რას გააკეთებ? - შენ ხარ დავუშვათ ხელისუფლებაში, რას აკეთებ ჩემთვის, გავიგე, რომ ხელისუფლება ცუდია, რუსეთისკენ მიჰყავს ქვეყანა, დასავლეთს უპირისპირდება, ეს გავიგე, მაგრამ შენ რას გამიკეთებ, შენ რა ჩემი ტიკი-ტომარა ხარ, რატომ უნდა დაგიჭირო მხარი? - ამაზეა პასუხი გასაცემი.

ქართულ ოპოზიციურ სპექტრს აქვს ნდობის სერიოზული პრობლემა მოსახლეობაში და ამ პრობლემის აღმოფხვრა შეიძლება მხოლოდ ერთადერთი გზით, უნდა ადგე, ჩაიცვა რკინის ქალამნები, ხელში რკინის ჯოხი დაიკავო და უნდა იარო ხალხში, ქუჩა-ქუჩა“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ზვიად ძიძიგურმა გადაცემაში ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ რეზოლუციასა და მასზე „ქართული ოცნების“ ლიდერების გამოხმაურებაზეც ისაუბრა.

როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ევროპელ კოლეგებს ეუბნება, რომ ევროკავშირში უნდა მიგვიღონ ისეთები, როგორებიც ვართ.

„რეალობა იქმნება ისეთი, რომ დღევანდელი ხელისუფლება ჩვენს ევროპელ კოლეგებს სთავაზობს, რომ ევროკავშირში მიგვიღეთ ისეთები, როგორებიც ვართ, აი, მაგალითად: გვინდა არჩევნები გავაყალბოთ იმაზე არანაკლებად, ვიდრე სააკაშვილი აყალბებდა, გვინდა ვუსმინოთ ყველას და ყველაფერს არანაკლებად, ვიდრე სააკაშვილი ამას აკეთებდა, გვინდა ჯიბეში გვეჯდეს სასამართლო, გვინდა ჯიბეში გვეჯდეს მედია და ეს ყველაფერი იმიტომ გვინდა, რომ ხელისუფლებაში ვიყოთ უკუნითი უკუნისამდე, სულ უნდა ვიყოთ ხელისუფლებაში და ასეთები მიგვიღეთ ევროკავშირში. ასეთებს, როცა არ იღებენ ევროკავშირში და ხელისუფლებას რეიტინგის პრობლემაც გაუჩნდა, ამის მერე წარმოეშვა კონფლიქტები ევროკავშირთანაც და აშშ-თანაც“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →